ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასწავლო პროექტი
გარემოს დაბინძურება ეკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური დარგია. ალბათ,
ბევრისთვის
წარმოუდგენელია
ის
ფაქტი
რომ
დღევანდელი
სამეცნიერო-
ტექნიკური
პროგრესის
პირობებში
ადამიანი
ისევეა
დამოკიდებული
ბუნებაზე,
როგორც
პრიმიტიულ
საზოგადოებაში,
თუმცა
ეს
მხოლოდ
ცალმხრივი
და
გაუცნობიერებელი
შეხედულებაა,
რადგან
ყოველგვარი
სამეცნიერო-
ტექნიკური
პროგრესის
წყაროს ბუნება და მის წიაღში არსებული რესურსები წარმოადგენს. ამიტომ, ძალიან
მნიშვნელოვანია
ბუნების
სისუფთავეზე
ზრუნვა.
გარემოს
დაბინძურება
ჯაჭვური
პროცესია,
ხშირად
ერთი
რომელიმე
სფეროს
დაბინძურება
მთელი
ეკოსისტემის
დაბინძურებას
იწვევს.
გარემოს
დაბინძურების
ორი
გზა
არსებობს:
ბუნებრივი
და
ანთროპოგენული.
ადამიანი
თავისი
სამეურნეო
საქმიანობის
შედეგად
აბინძურებს,
ჰაერს,
წყალს,
ნიადაგს,
ჩეხავს
დიდი
რაოდენობით
ხე-
ტყეს,
რაც
თავის
მხრივ
უარყოფითად
აისახება
გარემოსა
და
ჩვენს
ჯანმრთელობაზე.
ჰაერი----
ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს.
გარემოს დაჭუჭყიანება ძირითადად ადამიანის საქმიანობის შედეგია. დაბინძურების მთავარი წყაროებია: ტრანსპორტი, მშენებლობა დ მცირე საწარმოები. ქარხნები ქიმიურ ნარჩენებს მდინარეებსა და ზღვებში უშვებენ, ხოლო საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლით ჰაერი იწამლება. დაბინძურება ძირითადად ხდება საცხებ-საწვავი მასალებით, საბურავებისა და გზის საფარის გაცვეთით, ძრავინად მძიმე ნივთიერების გამოტყორცნით, მტვრით, ჭუჭყით. რეზინის ცვეთის დროს წარმოიქმნება მტვერი,
გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევა შესაძელებელია სხვადასხვა ბუნებრივი გზით. გასათვალისწინებელია რომ ქვანახშირის, ნავთობის, ბენზინისა და სხვ. გამიყენება ჰაერის დაბინძურების უდიდესი წყაროა. გამონაბოლქვი შეიცავს ჭვარტლის მყარ ნაწილაკებს და აირებს. ნახშირორჟანგს, აზოტსა და გოგირდის ოქსიდებს და გოგირდწალბადს. მზის ზემიქმედებით ისინი წარმოქმნიან კვამლის საბურველს–სმოგს, რომელიც ამჟამად მრავალი დიდი ქალაქის თავზე მუდმივად არის ჩამოწოლილი. გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმებზე, აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებებს, რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟღავნდება. სმოგით დაფარულ ატმოსფეროში აორთქლებული წყალი შეერევა ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ წვიმასთან ერთად ისევ დედამიწაზე დააბრუნებს.
ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელზეც ღიად დაყრილი, დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამიოყოფა მავნე აირები. ადგილი აქვს ნარჩენების ღიად წვას, რომლის დროსაც გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები ქარის დროს იფანტება.
ნელ ნელა იცვლება და უარესდება ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა,
მასში იზრდება ნახშიროჟანგის შემცველობა, მცირდება ოზონის შრე, ჩვენი პლანეტის დამცავი
აპკი, რომელიც იცავს ყოველივე ცოცხალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.დაბინძურებული
ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ
შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს,
რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.
წყალი -
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი
რესურსია,მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა.ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემბპებით გაიზარდა წყლის მოხმარება, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო წყლის დაჭუჭყიანებამაც, რაც მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი წყლის შერევითაა განპირობებული.
წყლის ობიექტებს საწარმოო ჩამდინარე წყლები, ქიმიური, მეტალურგიული მრეწველობიდან, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადიოაქტიური ელემენტები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქი და შხამქიმიკატები, და სხვა მრავალი რამ აჭუჭყიანებს. დაბინძურების შედეგად წყალს ეცვლება გემო და სუნი, მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, იწამლება წყლის ორგანიზმები და ა.შ.
.
.
ოკეანების წყლების დაბინძურების მნიშვნელოვანი წყარო ნავთობით დაბინძურებაა. დღესდღეობით 1 მლრდ.ტონამდე ნავთობი გადაიტანება აქედან 0,1-0,2% ტანკერების რეცხვისას ოკეანეში ხვდება. თუ წყალში ნავთობის შემადგენლობა 0,1მგ/ლ-ზე მაღალია, მაშინ ასეთ წყალში თევზს სპეციფიკური სუნი და გემო დაჰყვება, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ტექნიკურ დამუშავებას. განსაკუთრებით საგანგაშოა ოკეანის წყლების დაბინძურება ტანკერების ავარიების შემთხვევაში. ცნობილია რომ ერთი ტონა ნავთობის თხელი აპკი 12 კმ წყლის ზედაპირს ფარავს და მილიონ ტონამდე ზღვის წყალს აბინძურებს და წყლის ბინადართა მასობრივი დაღუპვის მიზეზია. საბოლოოდ წყლის გაჭუჭყიანებას მივყავართ იქამდე, რომ იგი უვარგისი ხდება სასმელად, საბანაოდ, წყლის სპორტისათვის და ზოგჯერ ტექნიკური საჭიროებისათვისაც კი. გაჭუჭყიანება განსაკუთრებით დამღუპველ გავლენას ახდენს თევზებზე, წყალში მცურავ ფრინველებზე და სხვა ორგანიზმებზე, რომლებიც ავადდებიან და ხშირად იღუპებიან.
ნიადაგი - ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი
ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი —
არასოდეს. უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური
ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ,
თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი
დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში
ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.ASEVE
ნიადაგიასა და სას.სამ. პროდუქტების მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით
დაჭუჭყიანებამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო
პოლიეთილენი - ეკოლოგების
მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმური
შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე მეტხანს
რჩება.რთულია
მისი რეციკლირება, დაახლოებით 96% ცელოფნის
პარკებისა არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას. დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს
და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. მისი წარმოება მნიშვნელოვან თანხებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული, თუმცა გამოწვეული ზიანი გაცილებით
დიდია. .ცელოფნის
პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას,
ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში.
დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილეთლენის
პარკების გადაყლაპვის გამო.
პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათფურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტიურად პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.
მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შეგროვების შემდეგ კი საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.
როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემის გადაჭრაზე უნდა გავითავისოთ , რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ის თუ როგორია ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორი კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, და ბოლოს როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა განაპირობებს იმას თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ.
ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ ერთი სოფლის (სოფელი ბერბუკი) ეკოლოგიური მდგომარეობა. სურათი ძალზე მძიმე აღმოჩნდა: ნაგავსაყრელები და დაბინძურებული მდინარე მეჯუდა სადაც იყრება ნაგავი და ჩადის ფეკალური მასები. პროექტის მსვლელობისას ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა. ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა , რომ თავად მოსახლეობას არ აქვს პრობლემა გაცნობიერებული.
აქედან გავაკეთეთ დასკვნა - იმისათვის , რომ მდგომარეობა გამოსწორდეს საჭიროა სკოლიდანვე დაიწყოს მოქალაქის აღზრდა, იმისათვის, რომ აღარ დაბინძურდეს გარემო ყველამ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ყველა ერთად გამოვაჯანსაღებთ პლანეტას.
როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემის გადაჭრაზე უნდა გავითავისოთ , რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ის თუ როგორია ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორი კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, და ბოლოს როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა განაპირობებს იმას თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ.
ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ ერთი სოფლის (სოფელი ბერბუკი) ეკოლოგიური მდგომარეობა. სურათი ძალზე მძიმე აღმოჩნდა: ნაგავსაყრელები და დაბინძურებული მდინარე მეჯუდა სადაც იყრება ნაგავი და ჩადის ფეკალური მასები. პროექტის მსვლელობისას ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა. ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა , რომ თავად მოსახლეობას არ აქვს პრობლემა გაცნობიერებული.
აქედან გავაკეთეთ დასკვნა - იმისათვის , რომ მდგომარეობა გამოსწორდეს საჭიროა სკოლიდანვე დაიწყოს მოქალაქის აღზრდა, იმისათვის, რომ აღარ დაბინძურდეს გარემო ყველამ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ყველა ერთად გამოვაჯანსაღებთ პლანეტას.
დასკვნა - ასე, რომ გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო თითოეული ჩვენგანის მხრიდან. რაც უდიდეს ცოდნას, გამოცდილებასა და ფინანსებს მოითხოვს. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ პრობლემის სრული აღმოფხვრა სამწუხაროდ უკვე შეუძლებელია , ჩვენი დაუდევარი და უყურადღებო საქციელით უკვე იმდენად დავაზიანეთ ბუნება და დედამიწა რომ ალბათ საუკუნეები დასჭირდება იმას რომ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ,თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა საზოგადოებას ნაკლებად აწუხებს იგი და ამით მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
black titanium wedding bands - Titanium Arts
ОтветитьУдалитьBlack stainless wedding bands – Black stainless wedding does titanium set off metal detectors bands. The main purpose of this type of ford fusion titanium 2019 wedding ceremony is to create ion titanium hair color a apple watch series 6 titanium quality experience for grade 23 titanium your wedding day or